ჟოზე მოურინიო ლურჯ „იაგუარს“ უკეთ მართავს, ვიდრე ლურჯ „ჩელსის“.
განსაკუთრებულმა კაცმა ინტერვიუ მისცა ჟურნალ GQ-ს, პარალელურად მას ასევე შეთავაზეს ლურჯი „იაგუარის“ საჭესთან დამჯდარიყო. მოურინიომ კლასი დათოვლილ გზაზე აჩვენა და მოყვა რას აკეთებდა „ჩელსიდან“ გაგდების შემდეგ.
Sky Sport Italia-ის ინფორმაციით, ჟოზე და „მანჩესტერ იუნაიტედი“ უკვე მივიდნენ შეთანხმებამდე, თუმცა როდიდან შეუდგება პორტუგალიელი „წითელ ეშმაკებთან“ მუშაობას ჯერ არ იციან.
შეგახსენებთ, მოურინიო „არისტოკრატებმა“ დეკემბერში დაითხოვეს. 53 წლის პორტუგალიელს სამჯერ აქვს ინგლისის ჩემპიონატი მოგებული.