პოპულარული მომღერალი ვერა ბრეჟნევა გულშემატკივრებს მოწყენის საშუალებას არ აძლევს. საქმე კვლავაც მის ორსულობას ეხება.
ჭორების ხელახლა გავრცელების მიზეზი ჯგუფ ”ვიაგრა”-ს ყოფილი სოლისტის საკონცერტო ჩაცმულობა გახდა. სიყვარულის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე, მომღერალი მოშვებული კაბით წარსდგა მსმენელის წინაშე. სწორედ ასეთმა ჩაცმულობამ განაპირობა ის, რომ მომღერლის გულშემატკივრები ერთხმად ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ვარსკვლავი ორსულობას მალავს.
შეგახსენებთ, რომ ვერა ბრეჟნევას ორსულობა დიდი ხანია, რაც განხილვისა და ჭორების საგანი გახლავთ, თუმცა, თავად მომღერალი კომენტარისგან თავს იკავებს.