LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ყველაზე საოცარი სათხილამურო კურორტები

65

მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი ზამთრის კურორტი შვეიცარიაში, კერძოდ სენტ მორისზე მდებარეობს. სენტ მორისი დამსვენებელს  სთავაზობს ერთ-ერთ უგრძელეს სათხილამურო ტრასას, რომელიც 350 კილომეტრს შეადგენს. ამის გარდა, იმ  დამსვენებლებს, რომლებმაც სრიალი სულაც არ იციან  შეუძლიათ სხვადასხვა სპორტით დაკავდნენ, ეს იქნება გოლფი თუ ცხენზე ჯირითი. ეს ყველაფერი კი გაყინულ ტბაზე ხდება, რაც დამეთანხმებით მეტად საინტერესოა.

1

ასევე კიდევ ერთი შვეიცარიის ზამთრის კურორტი არის ვერბიერი. იქ მცხოვრებნი  ამბობენ, რომ  დამსვენებელს შეუძლია, როგორც ოცნებებში ისე ისრიალოს. არქიტექტურა და ძველი ხის სახლები მათ აძლევს იმის საშუალებას, რომ იცხოვრონ ისე როგორც ადგილობრივები და არა ისე როგორც ტურისტები. ტრასის სიგრძე 410 მეტრს შეადგენს, რაც ბევრად გრძელია ვიდრე სენტ მორისი.

2. jpg

ავსტრიის  ყველაზე ამაღელვებელ და პოპულარულ სათხულამურო კურორტად სენტ ანტონი ითვლება. გამოცდილი მოთხილამურეები სენტ ანტონს როგორც ”სათავე სათხულამურო გზებისა” ისე  იხსენიებენ. მე-20 საუკუნის ლეგენდარულმა ჰანეს შნეიდერმა პირველი სათხილამურო სკოლა სწორედ სენტ ანტონში დააარსა და მას შემდეგ ვიზიტორები ამბობენ, რომ ეს კურორტი არის ცხოვრებისთვის, ძილისთვის და სრიალისთვის, სანამ სუნთქავ.   ტრასის სიგრძე 440 კილომეტრს შეადგენს. დამწყებ მოთხილამურეებს კი თავისუფლად შეუძლიათ სრულფასოვნად დაეუფლონ ამ სპორტს.

3. jpg

ესპანეთის პირველი სათხილამურო  კურორტი  Baqueira Beret-ია. აქ დასვენება სხვა ჩამოთვლილ კურორტებთან  შედარებით იაფი ჯდება.  სათხილამურო ტრასის სიგრძე 120 კილომეტრს შეადგენს. ტრასა უამრავ ხეს შორის გადის და იყოფა სამ ზონად. ატლანტიკის კლიმატის გამო აქ ყოველთვის კარგი თოვლია.

4

საფრანგეთის კურორტი  მერიბელი შეგვიძლია უნიკალურ ზამთრის კურორტად დავასახელოთ, რადგან იქ ჩასულ ვიზიტორებს იქვე ახლოს შეუძლიათ 5 სხვადასხვა კურორტს ესტუმრონ. Meribel Les Allues, Meribel-Village, Meribel Centre, Meribel Les Hauts , და Meribel-Mottaret  სწორედ ის ადგილებია რაც უნიკალურს ხდის ამ კურორტს. სათხილამურო ტრასა 600 კილომეტრს შეადგენს.

5. jpg

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები