LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათუნა სირბილაძე: „რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ქართველ შემსრულებლებს ხელს გვიწყობს…“

194

Ardaidardo.Ge

დათუნა სირბილაძის „ამამღერე“ წლის სიმღერის ნომინანტებს შორის დასახელდა. მელოდია და ტექსტი ნატო გელაშვილს ეკუთვნის, არანჟირება – დათო უგრეხელიძეს. დათუნა სირბილაძე გვესაუბრება სიმღერისა და „ოქროს ტალღის“ შესახებ.


დათუნა:

ვფიქრობ, ამ სიმღერას ახალი ჟღერადობა შევძინეთ, რადგან აქამდე ასეთი ვერსია არავის შეუსრულებია.

„ოქროს ტალღა“ ძალიან კარგი კონკურსია და მივესალმები. ყველა შემსრულებლისთვის სტიმულია. შარშანწინ ამ დაჯილდოებაზე ჩემი ერთ-ერთი სიმღერა გახდა გამარჯვებული, ერთ-ერთ ნომინაციაში,
თუ არ ვცდები, წლის მოთხოვნადი სიმღერის კატეგორიაში.

რადიოჰოლდინგი ხელს გვიწყობს, რომ უფრო მეტი და მეტი ვაკეთოთ. არა მხოლოდ ამ კონკურსით, არამედ იმითაც, რომ ჩვენს სიმღერებს ატრიალებს ოთხივე რადიოსადგურით და ყველა მათგანის ეთერი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები