შორენა ბეგაშვილმა ახალი მანქანა იყიდა, ტელეწამყვანი ძველი მანქანის გაყიდვას და ახლის შეძენას ჯერ კიდევ წლის დასაწყისში აპირებდა, თუმცა, სურვილს ხორცი მხოლოდ ახლაღა შეასხა და ამიერიდან G კლასის მერსედესით ივლის.
შორენამ სოციალურ ქსელში ახალ ავტომობილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, როგორც ცნობილია, სექსსიმბოლომ საკუთარ თავს საჩუქარი ქალთა დღეს გაუკეთა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე შორენას “რენჯ როვერი ჰყავდა”. “ძალიან კარგი მანქანაა, ძალიან კომფორტული, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს მანქანა უფრო მომიხდება, რომელიც მინდა.” – ამბობდა ჩვენთან ინტერვიუში შორენა.