პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია. შეზღუდვა ღამის საათებში გზის საყრდენი კედლის ჩამონგრევამ გამოიწვია.
თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან და სამსახურის სხვა თანამშრომლებთან ერთად, დღეს დილიდანვე, ადგილზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო. ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ კედელი რამდენიმე წლის წინ სამშენებლო ნორმების დარღვევით აიგო, კერძოდ, კედელს არ ჰქონდა შესაბამისი საძირკველი, რაც მოკლე დროში მისი ჩამონგრევის მიზეზი გახდა.
კედლის ჩამონგრევისას სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობდა, შესაბამისად, არავინ დაშავებულა.
ამ დროისათვის კედლის დემონტაჟი და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. საავტომობილო მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე ხვალ აღდგება.