განახლებების პაკეტი, რომელიც უთვალავი სახელოსნოს მიერ სხვადასხვა მოდელებისთვისაა შექმნილი, სტაბილურად დიდი მოთხოვნით სარგებლობს. თუმცა, ბევრ საავტომობილო კომპანიას არ სურს შესაძლო სარგო ტუნინგ-ატელიესთან გაინაწილოს. ძალიან ხშირად თავად მწარმოებლები ქმნიან თავისივე პროდუქციის მოდერნიზებულ ვერსიებს, ზოგიერთ ფირმას კი ამაში კარგად გაწაფული ტუნერები ეხმარებიან.
ჩვენს გალერეაში წარმოდგენილია ასეთი კომპლექტები სპორტული უნივერსალისთვის, მძლავრი ყველგანმავლისთვის, რამდენიმე აგრესიული პიკაპისთვის, ჰიბრიდული სედანისთვის და კროსოვერისთვის.




