LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

A-Studio-ს ყოფილი სოლისტი სკანდალში გაეხვა

42

ცნობილი ჯგუფის „A-Studio”-ს ყოფილი სოლისტი, პოლინა გრიფისი ძალიან დიდ სკანდალში გაეხვა. ალმა-ატაზე გამართული კონცერტის ორგანიზატორები მას მაქინაციებში ადანაშაულებენ.

როგორც ამბობენ, კონცერტამდე მომღერალს 300 ათასი რუბლი გადაურიცხეს, რადგან პოლინამ უარი განაცხადა სხვა პირობებით გაფრენაზე. „მე ამერიკაში ვიყავი და ორგანიზატორებს ვუთხარი, რომ თუ თანხას წინასწარ არ გადმომირიცხავდნენ, არ ჩავფრინდებოდი ალმაატაში.“ – ამბობს მომღერალი.

გარდა ამისა, პოლინა და კონცერტის ორგანიზატორები, დამატებით 500ათას რუბლზე შეთანხმდნენ და რის შედეგადაც, მომღერალს კიდევ ერთ კონცერტზე უნდა ემღერა ამერიკაში დაბრუნებამდე, თუმცა როგორც ჩანს, პოლინია მეორე კონცერტამდე გაფრინდა ალმა-ატადან და ზედმეტად მითვისებული 500 რუბლის დაბრუნებაზეც უარს ამბობს.

შესაბამისად ალმა-ატელი ორგანიზატორები, რუს მომღერალს სასამართლოში უჩივიან და როგორც მომჩივანის ადვოკატები ამბობენ, პოლინას მათთვის საკმაოდ სერიოზული თანხის გადახდა მოუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები