LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბსენსები

101
აბსენსები

ეპილეფსიური კრუნჩხვებიდან ერთერთი გავრცელებული ფორმაა აბსენსები, რაც მცირე დაავადებას ნიშნავს. ამ დროს პაციენტს აღენიშნება სივრცეში ორიენტაციის დაკარგვა, რასაც ზოგჯერ თან ახლავს თვალის კუნთების შეკუმშვა. მათი ხანგრძლივობა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე ათეული წამი. ამ პერიოდში პაციენტი გადაადგილდება გარკვეული მიზნის გარეშე ერთი ადგილიდან მეორისაკენ. აბსენს კრუნჩხვები უმეტესწილად ასაკთანაა დაკავშირებული და ძირითადად 4-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. შესაძლოა მოზარდობის პერიოდშიც გაგრძელდეს. აბსენს ეპილეფსიის გამომწვევი ფაქტორი შესაძლოა იყოს მაღალი ტემპერატურა, ალკოჰოლი, ნარკოტიკული ნივთიერებები, მედიკამენტები, თავის ტვინის ტრავმები და სიმსივნეები, შესაძლოა იყოს მემკვიდრეობით განპირობებული.

ზუსტი დიაგნოზის განსაზღვრისა და მკურნალობის სწორი კურსის შერჩევის მიზნით აუცილებელია პაციენტმა მკურნალ ექიმთან განიხილოს ყველა ჩივილი და გართულება. აბსენსის გულყრებს აღწერენ როგორც სინათლის ანთებას ან გაელვებას ერთ ან ორივე თვალში, რაც შესაძლოა სინათლის ციმციმმაც გამოიწვიოს. აბსენსები როგორც წესი გავლენას არ ახდენენ ინტელექტზე ან ტვინის ფუნქციონირებაზე.

საყოველთაოდ ცნობილია რომ, კაშკაშა სინათლე, სტრესული, არაკომფორტული სიტუაციები, ჰიპერვენტილაცია და სხვა სენსორული სტიმულები ბიძგს აძლევენ აბსენსების განვითარებას, მაგრამ შემაწუხებელი ხმაური შესაძლოა ადამიანს დაეხმაროს ცნობიერების აღდგენაში, ან შენარჩუნებაში. თუნდაც სახელის დაძახებამ შესაძლოა დახმარება გაუწიოს კრიზისულ პერიოდში პაციენტს. პერიოდულად განმეორებადი აბსენსების მკურნალობის მიზანია თავიდან იქნას აცილებული შემთხვევითი დაზიანებები, რაც თან ახლავს ცნობიერების დაკარგვას. საჭიროა ისეთი მედიკამენტის შერჩევა, რომელიც არ დაარღვევს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს და სასურველია აბსენსების შემცირებასთან ერთად ჰქონდეს ნაკლები გვერდითი ეფექტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები