გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აჩხოთი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის მე-18-ე კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები და მძიმე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ახორციელებდნენ ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს, საავტომობილო მიმოსვლის აღსადგენად.
გუშინ აღნიშნულ საავტომობილო გზაზე ჩამოვიდა მიწა-კლდის შვავი, რამაც გამოიწვია გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა.