LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჩვენა თუ არა პიკემ შუა თითი ესპანეთის ჰიმნს

59

ესპანეთის ნაკრების მცველმა ჟერარ პიკემ განაცხადა, რომ მას არ უჩვენებია შუა თითი ჰიმნის შესრულების დროს ხორვატიასთან მატჩის წინ.

”ეს ავსიტყვაობა იდიოტობა მგონია. თუკი აქ ვარ, ე.ი. ვამაყობ ჩემი გუნდითა და ოჯახით.
არანაირად არ ვამჟღავნებდი უპატივცემულობას ჰიმნის მიმართ. არასდროს არ გამომიხატავს უპატივცემულობა ქვეყნისა და ეროვნული ნაკრების მიმართ.
იმედია, კარგად შევეწყობით ერთმანეთს. მსგავსი საუბრები კი არაფრის მომტანია”, – ამბობს ბარსელონელი ფეხბურთელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები