LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამ ლევინი და ბეჰატი პრინსლუ მშობლები გახდებიან (ფოტო)

113

ადამ ლევინის დიდი ხნის ოცნება ასრულდა. ცნობილი ხდება, რომ 36 წლის მუსიკოსი და მისი მეუღლე, ბეჰატი პრინსლუ მშობლები გახდებიან. წყვილს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია, თუმცა ის მათთან დაახლოებულმა პირმა გაავრცელა.  მისი თქმით, მოდელი ორსულობის მე-3 თვეშია.

შეგახსენებთ, რომ Maroon 5-ის სოლისტისა და Victoria’s Secret-ის მოდელის რომანი 2013 წელს დაიყო. წყვილმა 2014 წელს იქორწინა. მას შემდეგ ადამს არაერთხელ განუცხადებია, რომ მზად არის მამობისთვის და ბევრ შვილზე ოცნებობს.

12804455_1136344949739247_1792590590_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები