LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანები ევოლუციას განაგრძობენ

109
4654

ამერიკელმა ანთროპოლოგებმა დაადგინეს, რომ ადამიანები ევოლუციის პროცესს აგრძელებენ. ამის შესახებ გამოცემა ScienceAlert წერს.

მეცნიერთა ჯგუფი სინტია ბილის ხელმძღვანელობით, ცდილობდა დაედგინა თუ რატომ არ აწუხებთ მაღალ მთებში მცხოვრებ ტიბეტელებს უჰაერობა, რამეთუ იქაური ჰაერი საკმაოდ მძიმეა.

კვლევის ფარგლებში მკვლევრებმა ნეპალის 417 მაცხოვრებლის სამედიცინო შემოწმება ჩაატარეს და ცდის პირთა ასაკი 46-დან 86 წლამდე იყო. საინტერესოა, რომ შერჩეულ მონაწილეებს მთელი ცხოვრება ზღვის დონიდან 3,5 ათასი მეტრის სიმაღლეზე აქვთ გატარებული. მათ აღმოაჩნდათ ადაპტაცია, რაც სისხლის უჯრედებს მეტი ჟანგბადის გადატანის საშუალებას აძლევს და ამასთან, ჯანმრთელობის პრობლემებიც არ წარმოიქმნება. სწორედ ეს ფაქტი იცავს მათ ჟანგბადის უკმარისობისგან.

მეცნიერთა აზრით, ადაპტაცია ბუნებრივი შერჩევის პირობებში წარმოიქმნა, თანაც ეს პროცესი დღემდე გრძელდება. ჟანგბადის უკმარისობის დროს რთულია ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა, ქალებს მთებში ცხოვრება უფრო მეტად უჭირთ და ეს შერჩევის მკაცრი წესების ტიპური მაგალითია. შედეგად რამდენიმე თაობის შემდეგ რეგიონში მხოლოდ მუტაციის მქონე ადამიანები დარჩნენ, რომლებმაც ჟანგბადის შიმშილობა გადალახეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები