”არ დაიდარდოს” ეთერში სიმღერის პრემიერა შედგა. თაკო მელიქიშვილმა ახალი სიმღერა ჩაწერა, რომლის ავტორიც ცირა ბზიშვილია. პრემიერა თაკო მელიქიშვილმა ცირა ბზიშვილთან ერთად წარადგინა.
ცირა: – მინდა ვისარგებლო შემთხვევით, ყველა ავტორის სახელით დაბადების დღე მოგილოცოთ და მადლობა გადაგიხადოთ ქართული სიმღერის ხელშეწყობისთვის. გისურვებთ დიდხანს იმ ღირსეულ ადგილზე ყოფნას, რასაც რეიტინგში პირველი ადგილი ჰქვია.
თაკო, რამე ხდება შენს ცხოვრებაში?
რაღაც ხდება კი, ძალიან გავაქტიურდი. ცირა არის უნიჭიერესი ადამიანი, ის ჩემი შვილის ნათლიაა, პირადად ჩემთვის იქმნება სიმღერები და მხოლოდ რიმეიქებით არ ვმოღვაწეობ ამ სფეროში.
ცირა არის კომპოზიტორი, რომელიც მეხმარება ვთქვა ჩემი სათქმელი, გადმოვცე ჩემი ემოცია. ადამიანი ვერ იმღერებს ისე, თუ არ გრძნობს სიმღერას. როგორი ხარ, ეს ჩანს შენს სიმღერაში. ცირა ზუსტად მიგებს. ძალიან მიყვარს ”ნუ მეტყვი”, ”უბრალოდ” და ჩემი მესამე სიმღერაა ”მეგონა”. გიტარის პარტია ხვიჩა მაღლაკელიძეს ეკუთვნის. ”ნუ მეტყვი, რომ უბრალოდ მეგონა ასე”… მთავრდება ახალი სიმღერა. ჩაიწერა რა თქმა უნდა ”ცირა საუნდ სტუდიაში”.
თაკო, ვის უმღერი?
ყველა ადამიანს ეძღვბნება, ვისაც ცხოვრებაში იმედგაცრუება ქონია, ცხოვრებისეული სიმღერაა, თუმცა ალბათ მაინც სიყვარულთან დააკავშირებენ.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
თაკო: – ზურა ციციშვილი გადაიღებს კლიპს ამ სიმღერაზე. ერთადერთი კლიპი გამაჩნია და ისიც ზურას ეკუთვნის. მადლობა ცირას ”ნუ მეტყვისთვის” და მადლობა ზურას ვიდეორგოლისთვის. ვგეგმავ ჩვენს კლიპში რამდენიმე ცნობილი მსახიობი დავაკავო.
ცირა: – დიდი ხანია ვაპირებ, თუმცა, იმდენად შრომატევადია ჩემი საქმე, რომ ჩემი გეგმები მეწელება ხოლმე. მინდა ჩავატარო ჩემი შემოქმედებითი საღამო და წარმოდგენილი იყოს ყველა ის მომღერალი, ვინც ჩემს სიმღერას ასრულებს. მინდა გავაკეთო ჩემი სტუდიის მიერ შექმნილი საუკეთესო სიმღერების კრებული.
თაკო მელიქიშვილი – მეგონა
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი