LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანმა ობობამ“ 15 მეტრის სიმაღლის ატრაქციონიდან ბიჭუნა უსაფრთხოდ ჩამოიყვანა

34
1_HJR-MENN-300320spierman

ბრიტანეთში 36 წლის დეისონ ბერდმა ატრაქციონზე გაჭედილი ბიჭუნა გადაარჩინა. ჯეისონი კორონავირუსის პანდემიის დროს ბავშვებს ადამიანი ობობას ფორმაში გამოწყობილი ართობდა და მომავალში ეს სახელი შერჩა კიდეც. ინციდენტის შესახებ ინფორმაცია Manchester Evening news-მა გაავრცელა.

შემთხვევა ჩეშირის საგრაფოში საოჯახო ფესტივალზე მოხდა. ბერდი ატრაქციონის რიგში თავის შეყვარებულთან და ორ შვილთან ერთად იდგა, როცა 15 მეტრის სიმაღლეზე 4 წლის ბიჭუნა შეამჩნია. „ბიჭი ერთ მომენტში თითქოს ვარდებოდა, შემდეგ კი ისევ ზემოთ განაგრძო გზა,“ – იხსენებს ბრიტანელი.

ბიჭს ძალიან შეეშინდა და ტირილი დაიწყო. ის ატრაქციონის ბოლოში იმყოფებოდა და ნებისმიერ წუთს შეეძლო ჩამოვარდნა. ამის დანახვისას ჯეისონი ატრაქციონზე აცოცდა, ბავშვი ხელში აიყვანა და დაბლა ჩამოიყვანა. ამის შემდეგ „ადამიანმა ობობამ“ ბიჭუნა აღელვებულ დედას გადასცა.

„ჩემს ადგილას ალბათ ყველა ასე მოიქცეოდა. კიდევ 20 ან 30 წამი და შესაძლოა ის დაბლა ჩამოვარდნილიყო. ამას კი ვერ დავუშვებდი..“- ამბობს ბერდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები