ადენოიდები ცხვირ-ხახაში მდებარეობს და აქვს ყველა ბავშვს. მათი მთავარი ფუნქციაა ბავშვის ორგანიზმში შესული ბაქტერიების ან ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლა. ადენოიდების ზრდას იწვევს ვირუსული ან ბაქტერიოლოგიური ხასიათის ხშირი რესპირატორული და ალერგიული დაავადებები. ამიტომ ადენოიდური ქსოვილის გადიდების პიკი დგება 3-7 წლის ასაკში. შემდეგ, 10-12 წლის ასაკისთვის ეს ქსოვილი თანდათან მცირდება. ადენოიდების ანთებას ადენოიდიტი ეწოდება. ძირითადი სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ არის: გამონადენი ცხვირიდან, პირით სუნთქვა, ხვრინვა და მოუსვენარი ძილი, დილის ხველა, სმენის დაქვეითება, სწრაფად დაღლა, აპათია, რომელიც გამოწვეულია თავის ტვინში ჟანგბადის უკმარისობით.

ადენოიდებს ორი მეთოდით მკურნალობენ: კონსერვატიული მკურნალობა -მშობლებისგან, უპირველეს ყოვლისა, დიდ მოთმინებას საჭიროებს, აუცილებელია ბავშვმა ისწავლოს ცხვირის სწორად მოვლა დღეში რამდენჯერმე. როდესაც კონსერვატიული მკურნალობა არაეფექტურია, მაშინ ექიმი ქირურგიულ ჩარევას იწყებს. აქ კი სიმპტომები იცვლება: ცხვირით სუნთქვის სრული არარსებობა, მორეციდივე შუა ოტიტი, ძილის აპნოე (ძილში სუნთქვის შეკავება), სმენის მუდმივი დაკარგვა.

ბავშვებში სურდო არ უნდა ჩაითვალოს, მარტივ და ჩვეულებრივ გაციებად. მას შეუძლია მთელი რიგი გართულებები გამოიწვიოს. ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან ადრეული ვიზიტი და კომპეტენტური მკურნალობა, ადენოიდების გადიდებას უშლის ხელს.