LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ადექი და იმოძრავე“ – 106 წლის ქალის ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო

43
1649103248847

ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო „პოზიტივი და მუდმივად რაღაცის კეთების სურვილია“- ამბობს ანა კაროლი, ახალ ზელანდიელი პენსიონერი, რომელსაც ცოტა ხნის წინ 106 წელი შეუსრულდა.

გამოცემა Stuff-ის ინფორმაციით, ანა 1916 წლის 23 თებერვალს შოტლანდიაში დაიბადა და მეორე მსოფლიო ომის დროს ძმასთან ერთად ახალ ზელანდიაში გადაბარგდა. მომავალ მეუღლესაც იქვე შეხვდა და ორი შვილის დედაც გახდა.

ამჟამად 106 წლის ქალი ქალაქ ნელსონში, მოხუცებულთა სახლში ცხოვრობს და წლების მატების მიუხედავად, საოცრად აქტიური ცხოვრების რეჟიმი აქვს. გარდა ამისა, ცდილობს ყველაფერში პოზიტივი დაინახოს, 92 წლამდე ავტომობილს მართავდა და ბევრს მოგზაურობდა.

პენსიონერი დღეს სულ კითხულობს, ყოველ დღე სეირნობს სუფთა ჰაერზე და რეგულარულად მასპინძლობს სტუმრებს. მისი ჯანმრთელობის საიდუმლო სწორედ ეს რუტინაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები