კომპანია Adidas აცხადებს, რომ ელექტრომობილ Tesla Model 3-ის ლოგოტიპი პლაგიატია. მწარმოებლის აზრით, სამზოლიანი ემბლემა, რომელიც ელექტროქარს აქვს, მეტისმეტად ჰგავს გერმანული მარკის ლოგოტიპს. Adidas-ის წარმომადგენლებმა ამის შესახებ ოფიციალური შეშფოთება გამოთქვეს.
დოკუმენტებში ნათქვამია, რომ Adidas სამ ზოლიან ლოგოტიპს 1952 წლიდან იყენებს, სამოსის მწარმოებელი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ელექტროქარის ლოგოტიპი გერმანული კომპანიის ემბლემის ”იდენტური ან ძალიან მსგავსია”.
Geek Wire წერს, რომ ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა საჩივარზე რეაგირება მოახდინა და სამი ჰორიზონტალურ ხაზიანი ემბლემა ციფრით ”3” შეცვალა. ფაქტი იმის შესახებ, რომ ახალ ლოგოტიპში გამოყენებული იქნება ციფრი და არა სამი ზოლი, Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა Twitter-ში დაადასტურა.
Tesla Model 3-ის პირველი ეკზემპლარი 2018 წელს გამოჩნდება, თუმცა, წინასერიული პროტოტიპი 2016 წლის აპრილში აჩვენეს.