LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Adidas-მა Porsche 911-ის დიზაინის ბუცები დაამზადა

121

კომპანიამ Porsche Design, რომელიც Porsche Automobil HoldinG SE-ს შემადგენლობაში შედის, Adidas-თან ერთად უნიკალური დიზაინის ბუცები შექმნა. მოდელს Design Sport X ეწოდება და შავ ფერშია გადაწყვეტილი.

ეს ბუცები საინტერესოა იმით, რომ ვიზუალურად ძალიან ჰგავს Porsche 911-ს, თუმცა, მისი სერიული წარმოება ლიმიტირებულია და მხოლოდ 1,500 ეგზემპლიარს მოიცავს. ბუცების ფასი 375 ევროს შეადგენს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მარტის ბოლოს საკუთარი დიზაინით შექმნილი Adidas-ის ბუცების პრეზენტაცია რეპ-შემსრულებელმა სნუპ დოგმაც მოაწყო. Adizero 5-Star 5.0 დოლარის კუპიურებითაა მოხატული, ხოლო ე.წ. შიპები მოოქროვილია.

კომპანია ადიდასი 1984 წელს გერმანიაში დაარსდა. ის ორიენტირებულია სპორტული ინვენტარის დამზადებაზე. თუმცა, ამ დროისთვის Adidas-ი აქტიურადაა ჩართული Reebok, Y-3, RBK და CCM Hockey-ს რეალიზაციის საკითხებშიც.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები