AeroMobil-მა თითქმის დაასრულა სამუშაოები ახალ პროექტზე. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მწარმოებელი მზადაა წარმოადგინოს ფაქტობრივად პირველი აერომობილი, რომელიც მსოფლიო ავტობაზარზე რამდენიმე თვეში გამოჩნდება.
მწარმოებლები აცხადებენ, რომ მფრინავი ავტომობილები ისევე კარგად დაფრინავს, როგორც მიწაზე დადის. შესაბამისად მას არ ექნება პრობლემა არც მუნიციპალურ გარემოში გადაადგილების და არც ჰაერში ფრენის. მოწყობილობის ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება, თუმცა როგორც AeroMobil-ი აცხადებს, პოტენციური მყიდველები გულგრილნი ნამდვილად არ დარჩებიან. ვიდეო