LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აეროპორტის დასახლებაში ახალი, კაპიტალური გზა მოეწყობა

61

აეროპორტის დასახლებაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, შალვა ჭანკვეტაძის გამზირზე კაპიტალური გზა მოეწყობა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ, სანდრო შანშიაშვილის ქუჩისა და შალვა ჭანკვეტაძის გამზირის კვეთიდან „საქაერონავიგაციის“ ადმინისტრაციულ შენობამდე, 7 000 კვადრატულ მეტრზე, ასფალტობეტონის ორფენიანი საფარი იგება.

გზასთან ერთად, მიმდინარეობს ტროტუარის მოწყობაც.

პროექტის საერთო ღირებულება 380 000 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები