LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აეროპორტში სათამაშო დათვი დასახლდა

121

ირლანდიის აეროპორტში სათამაშო დათვი დასახლდა. დუბლინის სიახლოვეს მდებარე აეროპორტის თანამშრომლები უკვე ერთ კვირაზე მეტია ვარდისფერ დათუნიაზე ზრუნავენ.

სათამაშო ერთ-ერთ პატარა მგზავრს დარჩა და აეროპორტში გადაწყვიტეს, რომ ის აუცილებლად პატრონისთვის დაებრუნებინათ. მათ სოციალურ ქსელში სპეციალური გვერდიც კი შექმნეს, სადაც დათუნიას ფოტოებს ყოველდღიურად აქვეყნებენ და თან წარწერებსაც უკეთებენ, რომ სათამაშო თავის პატრონს ელის. პატარა გოგონას ოჯახი სავარაუდოდ, დასასვენებლად წავიდა და აეროპორტში იმედოვნებენ, რომ უკან დაბრუნებისას მათ ნახვას და სათამაშოს დაბრუნებას შეძლებენ.

https://www.facebook.com/FlyCork/posts/1774329232592758:0

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები