LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფრენისთვის გამზადებული ლაინერი ირემს დაეჯახა (ვიდეო)

26

ამერიკაში აფრენისთვის გამზადებული ლაინერი ირემს დაეჯახა. „რამბლერის“ ინფორმაციით, ინციდენტი შარლოტის აეროპორტში მოხდა. ბორტზე ამ დროს 44 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. საფრენ ბილიკზე მოულოდნელად ირემმა გადმოირბინა და პილოტმა მისთვის გვერდის აქცევა ვერ შეძლო. თვითმფრინავმა აფრენა განაგრძო, ერთი წრე დაარტყა და შემდეგ უკან დაბრუნდა.

საბედნიეროდ, შემთხვევის დროს არავინ დაზარალებულა, ლაინერმა Bombardier CRJ700-მა კი უმნიშვნელო დაზიანება მიიღო, რომელიც მალევე აღმოფხვრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები