LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფრიკულ ქალაქში 25 წლის შემდეგ პირველად მოთოვა

113
image

მაროკოს ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ოუჯდაში უჩვეულო ბუნებრივი მოვლენა დაფიქსირდა – თოვლი მოვიდა, რაც ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Daily Mail ავრცელებს.

ძლიერი თოვლიანი ნალექი 7 იანვარს დაიწყო. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში თოვლის საფარის სიმაღლემ დაახლოებით ორი სანტიმეტრი შეადგინა, ხოლო მიმდებარე სოფლებში მდგომარეობა კიდევ უფრო უჩვეულო იყო – ზოგიერთ ადგილას თოვლის სიმაღლე 10 სანტიმეტრს აღწევდა.

როგორც ცნობილია, ოუჯდაში ზამთრის პერიოდში ჰაერის ტემპერატურა, როგორც წესი, 4-დან 10 გრადუსამდე მერყეობს და თოვლი ამ რეგიონში უკიდურესად იშვიათი მოვლენაა. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ამ ტერიტორიაზე თოვლი ბოლოს 14 ან 25 წლის წინ დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები