LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმაშენებლის გამზირზე საკომუნიკაციო სამუშაოები მთავრდება

44

როექტ ” ახალი ტფილისის” ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთში საინჟინრო-საკომუნიკაციო პროექტი სრულდება. გაზისა და სასმელი წყლის მიწოდება სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში დროებითი ქსელების საშუალებით ხორციელდებოდა. ამჟამად მიმდინარეობს:
✅ ცენტრალურ ქსელზე აბონენტების დაერთება;
✅ გაზმომარაგების ძირითადი ქსელის მოწყობა;

უახლოეს დღეებში დაიწყება ქუჩის კეთილმოწყობა,რომელიც ითვალისწინებს შემდეგ სამუშაოებს:

✅ გამზირის სავალ ნაწილზე დაიგება ფილები;
✅ დამონტაჟდება ახალი გარე განათების სისტემები;
✅ დაიდგმება სკამები;
✅ გამწვანდება ტერიტორია;
✅ გამზირი სრულიად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

პროექტ “ახალი ტფილისის” I ეტაპი მთლიანად 2016 წლის ბოლომდე დასრულდება.
#ახალიტფილისი #2016წელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები