LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგლაძის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

36

დიდუბის რაიონში აგლაძის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, აგლაძის ქუჩაზე ამორტიზებული სანიაღვრე სისტემის გამოცვლა და დაზიანებული გზის საფარის დემონტაჟი ხორციელდება, პარალელურად მზადდება საფუძველი ასფალტის ახალი საფარის დასაგებად, ასევე ეწყობა ახალი ბორდიურები. აგლაძის ქუჩის პარალელურად საგზაო სამუშაოები სამებისა და მახათას ეკლესიების დამაკავშირებელ გზაზე, დაბა წავკისში – თბილისი-კოჯრის გზის მონაკვეთსა და კრწანისის რაიონში ღოღობერიძის ქუჩაზე მიმდინარეობს.

საგზაო სამუშაოები თბილისის მასშტაბით გზების კაპიტალური შეკეთების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები