ევროპის ტოპ კლუბები ტრადიციის თანახმად იმ გულშემატკივრებთან გაემართნენ, რომლებიც კუმირებს წელიწადში ერთხელ ნახულობენ. აშშ-ში, ჩინეთსა და სინგაპურში მატჩების უმეტესობა International Champions Cup-ის ეგიდით იმართება. წინასასეზონო თამაშები სხვადასხვა კონტინენტზე ანშლაგს განაპირობებს.
მანჩესტერ სიტი – მანჩესტერ იუნაიტედი (0:2) – 67 401 მაყურებელი. NRG Stadium (ჰიუსტონი, აშშ)
იუვენტუსი – ბარსელონა (1:2) – 82 104 მაყურებელი. MetLife Stadium (ისტ-რატეფორდი, აშშ)
სიდნეი – არსენალი (0:2) – 80 432 მაყურებელი. ANZ Stadium (სიდნეი, ავსტრალია)
ლესტერი – ლივერპული (1:2) – 39 498 მაყურებელი. Hong Kong Stadium (ჰონგკონგი, ჩინთი)
რომა – პსჟ (1:1) – 36 289 მაყურებელი. Comerica Park (დეტროიტი, აშშ)
ბაიერნი – მილანი (0:4) – 39 998 მაყურებელი. Longgang Stadium (შენჩჟენი, ჩინეთი)
ლოს ანჯელეს გელაქსი – მანჩესტერ იუნაიტედი (2:5) – 25 667 მაყურებელი. StubHub Center (კარსონი, აშშ)
პსჟ – ტოტენჰემი (2:4) – 33 322 მაყურებელი. Camping World Stadium (ორლანდო, აშშ)