LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აი თურმე რა ყოფილა: რონალდომ 14 წლის აუტისტ ბავშვს დაუმტვრია ტელეფონი – ის პირველად იყო სტადიონზე, ბავშვი შოკშია

256
0_ronaldo1

რონალდომ ტელეფონი 14 წლის ბიჭს გაუტეხა, რომელსაც აუტისტური სპექტრი აქვს, ბავშვს ხელზე ჩალურჯება დარჩა.

„ევერტონისა“ და „მანჩესტერის“ (პრემიერლიგის 32-ე ტური) შეხვედრის დასრულებისას გასახდელისკენ მიმავალმა კრიშტიანომ სიბრაზისგან გულშემატკივარს ტელეფონი დაუმსხვრია. მან ბოდიში მალევე მოიხადა და ფანი „ოლდ ტრაფორდზეც“ მიიპატიჟა.

გამწარებულმა რონალდომ გულშემატკივრის ტელეფონი დაამსხვრია: კრიშტიანომ ბოდიშიც მოიხადა და თამაშზეც დაპატიჟა – ვიდეო

თუმცა როგორც გაირკვა საქმე არასრულწლოვანს ეხება. დაზარალდა 14 წლის ჯეი ჰარდინგი, რომელიც „გუდისონ პარკზე“ დედასთან ერთად მივიდა.

ინციდენტზე ბიჭის დედამ ისაუბრა:

„მანჩესტერის“ ფეხბურთელები მოედნიდან გადიოდნენ. ჩვენ ზუსტად გვირაბთან ვისხედით და ჩემი შვილი მათ ვიდეოს უღებდა. მან ტელეფონი ოდნავ დაბლა დასწია, რადგან რონალდომ, რომელმაც ჩვენთან ჩაიარა, გეტრი ჩაიწია და კარგად ჩანდა, რომ სისხლი მოსდიოდა. ბავშვმა ტელეფონი დაბლა იმიტომ დასწია, რომ უფრო ახლოს ენახა რონალდო, ბავშვს ხმაც არ ამოუღია.

კრიშტიანო საშინელი სახით მიდიოდა, ჩემი შვილის ხელიდან ტელეფონი გამოგლიჯა და გზა გააგრძელა. შეგიძლიათ ნახოთ როგორი ჩალურჯება აქვს ბავშვს. არ მჯერა, რომ ახლა ამაზე ვსაუბრობ.

ვტიროდი, მაკანკალებდა. ჯეიკობი შოკში იყო. მას აუტიზმი და დისპრაქსია აქვს (განვითარების შეყოვნების სახეობა, როდესაც ბავშვს კოორდინაციისა და რთული მოქმედებების პრობლემები აქვს).

ის ძალიან გაწბილებულია და აწი ძალიან ძნელი იქნება მისი კვლავ ფეხბურთზე წაყვანა. ეს მისი პირველი მატჩი იყო ცხოვრებაში და აი ასეთი რამ მოხდა.

რონალდო მისი კუმირია. მართალია ის „ევერტონში“ არ თამაშობს, მაგრამ ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ჩემი შვილი სულ იძახდა: „იქ რონალდო იქნება“. კიდევ გავიგებდი, ჯეიკობს რომ სახეში მიენათებინა, მაგრამ საკმაოდ შორს იყო, თან რონალდო დაიხარა და გასისხლიანებულ ფეხს უყურებდა“, – მოყვა სარა კელიმ.

 


აი ჩალურჯება, რომელიც დედის თქმით ბავშვს ინციდენტის შემდეგ დარჩა.


ტელეფონის ფოტო, რომელიც სარა კელის მტკიცებით რონალდომ გატეხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები