LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აიაჩომ ფანებს ფული თხოვა

42

ფრანგული ”აიაჩო” თავის ფანებს თხოვს ტრანსფერებისთვის ფული დადონ. კლუბში ვარაუდობენ, რომ გულშემატკივრები ზამთარს გადაატანინებენ.

”მარტო ფეისბუქზე ჩვენ 135 ათასი ფანი გვყავს. თუნდაც 5 ათასმა რომ ფული შემოგვწიროდ, რაღაცას მივაღწევთ”, – უთხრა Le Parisien-ს კლუბის პრეზიდენტმა ლეონ ლუჩიანიმ.
”აიაჩოსთვის” ახალი ფეხბურთელების ყიდვა შეიძლება საიტზე giveinsport. მინიმალური შესატანი 10 ევროა.
”აიაჩო” ლიგა 2-ში მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონას ერთი ქულით უსწრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები