მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ადამიანის, ალბერტ აინშტაინის ვიოლინოს აუქციონზე გაყიდიან. ვაჭრობა 8 ოქტომბერსაა ჩანიშნული და მისი ორგანიზატორი აუქციონის სახლი dominic Winter-ია.
საინტერესოა, რომ სპეციალისტები ინსტრუმენტს 200-300 ათას გირვანქა სტერლინგად აფასებენ.
ფიზიკოსმა ვიოლინო, 1890-იან წლებში შეიძინა, ჯერ კიდევ მაშინ როცა გერმანიაში ცხოვრობდა. ვიოლინოზე დაკვრა მან ბავშვობაში, დედის დაჟინებული თხოვნის შემდეგ ისწავლა და მას შემდეგ მუსიკა მისი ცხოვრების დიდ ნაწილს შეადგენდა. საინტერესოა, რომ თავის ინსტრუმენტს გენიოსი „ლინას“ ეძახდა.
ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლის შემდეგ მეცნიერს აშშ-ში მოუხდა გადასახლება. მაშინ აინშტაინმა თავისი ნივთების ნაწილი, რაც მოიცავდა ვიოლინოს, ველოსიპედსა და რამდენიმე წიგნს, თავის კოლეგას მაქს ფონ ლაუს დაუტოვა.
20 წლის შემდეგ ეს ნივთები ლაუმ აინშტაინის დიდ გულშემატკივარს მარგარეტ ჰომმრიხს უანდერძა. აუქციონის ერთ-ერთი ორგანიზატორი სწორედ მარგარეტის შვილთაშვილია.