LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Air France ფრანგულად საუბარზე უარს აცხადებს.

15

Air France ფრანგულად საუბარზე უარს აცხადებს. „საფრანგეთის ავიახაზებს“ კურიოზული სიტუაცია გადახდა. ერთ-ერთი მგზავრი მათი სერვისით უკმაყოფილო იყო და ოფიციალურ გვერდზე საჩივარიც დატოვა. თუმცა, ტექსტი რუსულად იყო დაწერილი და კომპანიის წარმომადგენლებმა მისი ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე თარგმნა სთხოვეს. შედეგად, უკმაყოფილო მგზავრმა იგივე ტექსტი ფრანგულად დაწერა და რეაგირებას დაელოდა. თუმცა, მისდა გასაკვირად, Air france-ის წარმომადგენელმა ინგლისური თარგმანიც მოითხოვეს. ამან მგზავრისა და მისი მეგობრებს გაღიზიანება გამოიწვია. მათთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ არ საუბრობს ფრანგული კომპანია ფრანგულად. სწორედ ამიტომ, მათ გადაწყვიტეს, რომ იგივე ტექსტი სხვა ენებზეც დაეწერათ და აქციამ საკმაოდ ფართო სახე მიიღო –  გადამზიდის ოფიციალური საიტი მრავალეროვანმა საჩივრებმა გაავსო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები