“Air France”-ის შვილობილმა კომპანია 320 ათას ბილეთს სულ რაღაც 39 ევროდ გაყიდის. იმისათვის, რომ ზაფხული უფრო სასიამოვნო გაეხადა, ავიაკომპანიამ „Hop Air France“ უპრეცედენტო აქცია წამოიწყო. ევროპის სხვადასხვა ქალაქშიმოგზაურობის მსურველებს მხოლოდ 39 ევროს გადახდა მოუწევთ. ბილეთების შეძენის მსურველებს აქციით სარგებლობა 28 აგვსიტოდან 17 დეკემბრამდე შეეძლებათ, სასურველი ბილეთი კი აუცილებლად უახლოეს პერიოდში უნდა შეიძინონ.
გამოცემა „Air Journal”-ის ინფორმაციით, ნაციონალური ავიაგადამზიდის ფილიალი ფრენებს პარიზიდან, ლიონიდან, ბორდოდან, მარსელიდან და სხვა ქალაქებიდან ასრულებს.