ლეგენდარულმა მაიკლ ჯორდანმა ”პსჟ”-სთან თანამშრომლობა გადაწყვიტა.მისი ბრენდი Air Jordan ფრანგული კლუბის პარტნიორი გახდა.
პარიზელებმა დღეს ”პარკ დე პრინსზე” გამართეს ახალი ფორმების პრეზენტაცია,რომლითაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე ითამაშებს.
ახალ მაისურებს კლუბის განახლებული ლოგო ამშვენებს,რომლის ცენტრშიც ეიფელის კოშკის მაგიერ Air Jordan-ის სიმბოლო, jumpman არის გამოსახული.
პარიზელთა ახალი ფორმები შავ-თეთრია,”პსჟ”-ის ფეხბურთელები მათ პირველად 18 სექტემბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩში მოირგებენ,რომელსაც გუნდი ”ლივერპულის” წინააღმდეგ გამართავს.