ჯენიფერ ლოპესმა თავის ოფიციალურ YouTube-არხზე ახალი კლიპი „Ain’t Your Mama“ გამოუშვა. ვიდეოში მომღერალი და მსახიობი რამდენიმე როლს ირგებს – დიასახლისიდან დაწყებული, ტელეწამყვანით დამთავრებული. სიახლეს დადებითი შეფასებები მოჰყვა.
სიახლე არის პირველი სინგლი ლოპესის მორიგი სტუდიური ალბომის მხარადასაჭერად, რომლის გამოსვლაც წლის ბოლომდე იგეგმება.
მომღერლის უკანასკნელი დისკი „A.K.A.“ გაყიდვაში 2014 წელს გამოვიდა და Billboard 200-ის მე-8 პოზიციამდე ასვლა შეძლო. მას გულგრილად შეხვდნენ როგორც კრიტიკოსები, ისე მსმენელების დიდი ნაწილი.