LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალ ზელანდიაში Toyota Corolla–ს 50 წლის იუბილე აღნიშნეს

28

იაპონური ბრენდის, Toyota-ს ახალ ზელანდიურმა ოფისმა ადგილობრივ ბაზარზე განახლებული სედანი Toyota Corolla გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ პრემიერა მოდელის ახალ ზელანდიაში გაყიდვების დაწყებიდან 50 წლის იუბილეს ეძღვნება.

Toyota-ს ახალ ზელანდიურმა განყოფილებამ შეგვახსენა, რომ მოდელი Corolla პირველად მათ ქვეყანაში 1967 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ ბრენდის ყველაზე პოპულარული მოდელია. Toyota New Zealand-ის გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ არსებობის ისტორიის განმავლობაში მთელს მსოფლიოში 44 000 000 Corolla გაიყიდა.

ტოპ მენეჯერი აღნიშნავს, რომ სედანი ახერხებს დღეისათვის პოპულარულ ჰეთჩბეკებსა  და ქროსოვერებს გაუწიოს კონკურენცია. განახლებულმა სედანმა  რადიატორის გაფართოებული ჩარჩო, განსხვავებული წინა ოპტიკა და შეცვლილი ბამპერები მიიღო. კაპოტ ქვეშ ავტომობილს 140 ცხენის ძალიანი ძრავი აქვს, რომელიც გაგრილების სისტემით არის აღჭურვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები