ახალ ზელანდიელებმა ალკოჰოლის მისართმევად კუნძული შექმნეს. „BBC News”-ის ინფორმაციით, საინტერესო იდეა კორომანდელის ნახევარკუნძულის მკვიდრებს გაუჩნდათ. საქმე ისაა, რომ ახალ ზელანდიაში ალკოჰოლის საზოგადოებრივ ადგილებში მირთმევა აკრძალულია, ადგილობრივებს კი ახალი წლის ფხიზლად აღნიშვნა ნამდვილად არ სურდათ. ამიტომ მათ ააშენეს ხელოვნური კუნძული, სადაც მხოლოდ ერთი მაგიდა და სკამები დაეტია, შემდეგ მაგიდას მიუსხდნენ და დღესასწაული მთელი გულითა და სულით აღნიშნეს.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივმა ინსპექტორმა იდეა ძალიან კრეატიულად ჩათვალა და ასევე აღიარა, რომ „კუნძულელებს“ თავადაც დიდი სიამოვნებით შეურთდებოდა.