ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი მატჩი გაიმართა და განმეორებითი მატჩებისთვის წყვილების ფავორიტი გამოიკვეთა. თუმცა შარშანდელი გამოცდილების გათვალისწინებით ეს პირობითია. ისე კი მაინც შეიძლება ითქვას, რომ პატარა „ატალანტა“ დიდი ამბისთვის ემზადება.
ატალანტა – ვალენსია 4:1
ჰატებური, 16. ილიჩიჩი, 42. ფროილერი, 57. ჰატებური, 62. ჩერიშევი, 68
ტოტენჰემი – ლაიპციგი 0:1
ვერნერი, 58-პენ.
ნაგელსმანი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა.
ჟოზე მოურინიო ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ იგებს 2014 წლიდან.
ნაგელსმანი: „გპირდებით, განმეორებით შეხვედრაშიც ასე ვიმოქმედებთ“.
მოურინიო: „ტოტენჰემი“ პისტოლეტია ტყვიების გარეშე. მოთამაშეებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ“.
სელადესი: „ანგარიში არ ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა“.
გასპერინი: ასევე უნდა ვითამაშოთ „მესტალიაზე“ თუ გვინდა, რომ ¼ ფინალში გავიდეთ“.
როდრიმ პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა, ერთ მატჩში 178 ზუსტი პასი გააკეთა. მთელმა „ვესტ ჰემმა“ კი მხოლოდ 169 პასი მოახერხა.
კევინ დე ბრუინმა 16+ საგოლე გადაცემა პრემიერლიგის 4 სეზონიდან 3-ში.
არსენ ვენგერის წინადადებას ოფსაიდის წესების შეცვლასთან დაკავშირებით არ დაამტკიცებენ არც ევროპის ჩემპიონატისთვის და არც მომდევნო სეზონისთვის.
„მანჩესტერს“ სურს პოგბა მინიმუმ 150 მლნ ფუნტად გაყიდოს. არადა, შესაძლოა ზაფხულში 50 მილიონად გაყიდვა მოუწიოს.
„მილანმა“ წინასწარი კონტრაქტი გააფორმა რანგნიკთან. კლუბის მფლობელებმა ეს ინფორმაცია უარყვეს.
„იუვენტუსმა“ შესაძლოა ზაფხულში ან გაბრიელ ჟესუში ან იკარდი იყიდოს (Tuttosport).
მესი: „სოცქსელების სკანდალი უცნაურია, მაგრამ დამარწმუნეს, რომ ბარტომეუს უდანაშაულობას დაამტკიცებენ“.
Radio Continental: „ლოს ანჯელეს გალაქსი“ მესის აგენტს დაუკავშირდა.
„რომამ“ უარი თქვა ჰაალანდის გაფორმებაზე 4 მლნ ევროდ ორი წლის წინ.
ჰაალანდი რონალდოზე: „მინდა შევხვდე და მოვუყვე, რომ ფეხბურთელი მის გამო გავხდი“.
ფიგუ: „მბაპე ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და იდეალურდ მოერგებოდა „რეალს“.
„ბაიერნი“ ფლიკს მის მომავალზე მაისში დაელაპარაკება. მწვრთნელს უკვე აქვს მოთხოვნა სხვა კლუბებიდან (Bild).
„ბაიერნი“ 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფორმას გამოუშვებს. რეტრო-ემბლემა, თეთრი ფერი, მონოქრომული ლოგო.