LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი BMW ჩინურ ხელოვნურ ინტელექტს მიიღებს

106
ახალი BMW ჩინურ ხელოვნურ ინტელექტს მიიღებს

ახალ BMW-ს ჩინური ALibaba-ს ხელოვნური ინტელექტით აღჭურავენ. გერმანული ბრენდი, რომელიც ჩინეთში პოზიციებს სულ უფრო და უფრო კარგავს, ადგილობრივ ინტერნეტ-გიგანტს Alibaba-ს დაუმეგობრდა, რათა მისი ტექნოლოგიები მომავლის ავტომობილებში დანერგოს. ჩინურ ელექტრონულ „ტვინს“ პირველი NEue Klasse-ს ხაზი მიიღებს, თანაც უკვე მომავალი წლიდან.

Alibaba Group ძირითადად როგორც სავაჭრო კომპანია და  Aliexoress-ის დედა ასეა ცნობილი და ისევე როგორც სხვა კორპორაციები თანამედროვე ტექნოლოგიებში დიდ ფულს აბანდებს. მაგალითად, მომავალი 3 წლის განმავლობაში საკუთარი ბოტის Qwen Alibaba-ს შექმნას კომპანია 50 მილიარდ დოლარს მოახმარს.

მოდელი Qwen-ით ჩინელი ავტომწარმოებლები უკვე სარგებლობენ, ევროპულ მანქანებში კი ის პირველად გაჩნდება.

BMW-ს ორი ელექტრონული დამხმარე ექნება, პირველი მძღოლს გადაადგილების დროს რეალურ რეჟიმში დაეხმარება, მეორე კი სხვადასხვა სერვისებს და საპარკინგე ადგილებს მოძებნის, დაგეგმავს მგზავრობას, იპოვის სასურველ რესტორანს და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები