Tenet T8 – ასე ჰქვია ახალ ქალაქურ კროსოვერს, რომელიც პირველი მოდელი იქნება Tenet-ის ბრენდისგან. ბრენდი ჩინურ კომპანია Defetoo-ს ეკუთვნის და მისი დებიუტი უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.
Tenet T8 წარმოადგენს Chery Tiggo 8 Plus-ის ოდნავ სახეცვლილ ვერსიას – იგივე პლატფორმა და ფორმა აქვს, მაგრამ ახალი ლოგოთი და სტილისტური შტრიხებითაა გაფორმებული. მანქანას აქვს „ჭადრაკის სტილის“ რადიატორის ბადე რომელიც, როგორც მწარმოებელი ამტკიცებს, ძვირფას სამკაულს წააგავს.
ფარები – LED სისტემის და ჩამოსხმული პლასტმასისგანაა შექმნილი. კარის სახელურები დამალულია და აღჭურვილია ელექტრომოწყობილობით – ფუნქციონირებენ -30°C-მდე ყინვაშიც კი.
ტექნიკური დეტალები ნაწილობრივაა ცნობილი:
დისკები – 19-დიუმიანია;
პანორამული სახურავი 1.2 მ² ფართობით, რომელიც ერთი შეხებით იღება;
საბარგულის მოცულობა – 193-დან 1930 ლიტრამდე, დამოკიდებულია საბარგულის კონფიგურაციაზე;
საბარგულის კარი აღჭურვილია ელექტროძრავით და ავტომატურად იღება;
ინტერიერი და კომფორტი
სალონის მასალების 80% რბილია შეხებისას. ხელმისაწვდომია ორი ფერის შიდა გაფორმება:
Deep Space Black (შავი)
Coffee Brown (ბეჟი)
ფრონტალური პანელი მოიცავს:
15.6 დიუმიან მედიაეკრანს და 10.3 დუიმიან ციფრულ „მართვის პანელს“.
სრული ტექნიკური მახასიათებლები, გაყიდვების დაწყების ზუსტი თარიღი და ფასი ჯერჯერობით დაუზუსტებელია. თუმცა ცნობილია, რომ ეს Tenet-ის პირველი მოდელი იქნება, რომელსაც ბაზარზე უახლოეს მომავალში ვიხილავთ.




