LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ჩქაროსნული მაგისტრალი – ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე სამუშაოები 2017 წელს დაიწყება

20

საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის პროექტის ფარგლებში  ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ჩუმათელეთი-ხევის  11,2კმ -იანი მონაკვეთის მშენებლობაა დაგეგმილი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ მონაკვეთზე ამ დროისთვის დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 120 მლნ. აშშ დოლარია. მშენებლობის დაწყების სავარაუდო თარიღი კი 2017 წლის ნოემბერია. გზის ამ ნაწილზე სამშენებლო სამუშაოების სრულად დასრულება 2019 წლისთვის იგეგმება.

საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი გზის რამდენიმე სამშენებლო მონაკვეთს მოიცავს. მათგან უმეტესობის დაპროექტება უკვე დაწყებულია, რამდენიმე მათგანის მშენებლობა კი უკვე ნაწილობრივ დასრულებულია. მაგისტრალის მშენებლობა სარფიდან-წითელ ხიდამდე და  სადახლომდეა გათვალისწინებული.

fortuna.ge