LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ერთა ლიგა და ერთმატჩიანი ევროტურნირები: როდის და როგორ მოგვიწევს თამაში

94
3735399-HC2-9046

უეფას ცენტრალურ ოფისში აღმასრულებელი კომიტეტი სხდომა გაიმართა. ვიდეოკონფერენციის ფორმატში მიმდინარე სეზონის დასრულების გეგმაზე და ახალი სეზონის დაწყების თარიღზე იმსჯელეს. ცნობილი გახდა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის გამართვის თარიღი.

ერთა ლიგის ახალი გათამაშების დაწყება კვლავ 3 სექტემბერს იგეგმება.

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის დასრულების შემდეგ, უეფას წევრი 55 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციების გენერალურ მდივნებს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა.

დავით მუჯირი – სფფ-ის გენერალური მდივანი:

„მოგეხსენებათ, რომ ევრო 2020-ის პლეი-ოფის მატჩებთან ერთად მარტში ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის თამაშებიც გადაიდო. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეროვნულ ნაკრებს 8 მატჩის გამართვა მოუწევს. როგორც დაგეგმილი იყო, ეროვნული ნაკრები ასპარეზობას 5 სექტემბერს ესტონეთთან გასვლითი მატჩით განაახლებს.
8 ოქტომბერს ბელარუსთან თამაშის გარდა ოქტომბერში ჩვენი ეროვნული ნაკრები კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებს, სტუმრად სომხეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების წინააღმდეგ. ამის გარდა კი, საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბერში ერთა ლიგის დასკვნით საშინაო მატჩებს გამართავს”.

ველოდებით ოქტომბერს: საქართველოს ნაკრების პლეი-ოფის თარიღი ცნობილია

 

ერთა ლიგის გათამაშების კალენდარი:

5 სექტემბერი: ესტონეთი – საქართველო
8 სექტემბერი: საქართველო – ჩრდ. მაკედონია

11 ოქტომბერი: სომხეთი – საქართველო
14 ოქტომბერი: ჩრდ. მაკედონია – საქართველო

15 ნოემბერი: საქართველო – სომხეთი
18 ნოემბერი: საქართველო – ესტონეთი

ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლის სეზონი:

8/11 აგვისტო – საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი რაუნდი
18/19 აგვისტო – პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
25/26 აგვისტო – მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
15/16 სექტემბერი – მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი
22/23 და 29/30 სექტემბერი – პლეი-ოფი
20 ოქტომბერი/9 დეკემბერი – ჯგუფური ეტაპი

ევროპის ლიგა 2020/21 წლის სეზონი:

20 აგვისტო – საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი რაუნდი
27 აგვისტო – პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
17 სექტემბერი – მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
24 სექტემბერი – მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი
1 ოქტომბერი – პლეი-ოფი
22 ოქტომბერი/10 დეკემბერი – ჯგუფური ეტაპი

 

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ერთმატჩიანი იქნება, მასპინძელი კლუბი წილისყრის პროცედურის შედეგად გამოვლინდება. პლეი-ოფის თამაშებს კლუბები ტრადიციულად საკუთარ მოედანზე და სტუმრად ჩაატარებენ.

ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მინი ტურნირი 7-13 ოქტომბერს შედგება. წილისყრა ქალაქ ნიონში სექტემბრის პირველ კვირას გაიმართება.

21-წლამდე ნაკრებთა საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩები სექტემბერ-ნოემბერში არის დაგეგმილი.

19-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ელიტ რაუნდის შეხვედრები 31 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება, ევროპის ჩემპიონატი ჩრიდილოეთ ირლანდიაში ორ ეტაპად არის დაგეგმილი 8-14 ოქტომბერი ჯგუფური ეტაპი, 9-18 ნოემბერი პლეი-ოფის რაუნდი.

ევრო 2022-ის ფუტსალის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრები კი 2-11 ნოემბერს ჩაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები