LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ევრო სტანდარტის წინააღმდეგ 8 ევროპული ქვეყანა გამოდის

126
euro-7

ეკოლოგიური სტანდარტის Euro-7-ის წინააღმდეგ ევროკავშირის 8 ქვეყანა გამოვიდა. არადა კანონის შემოღება ევროპაში 2025 წლიდან იგეგმება. მსუბუქი ავტომობილების მწარმოებლებისგან მოითხოვენ, რომ ეკოლოგიური სტანდარტები 10 წლის განმავლობაში ან 200 ათასი კილომეტრიანი გარბენის შემთხვევაში შეინარჩუნონ და ამასთან, შემოწმების მეთოდებიც გამკაცრდება. თავიდან მკაცრი წესების წინააღმდეგ მხოლოდ 7 საავტომობილო კომპანია გამოვიდა, ამიერიდან კი მათ რიცხვს მთელი ქვეყნები შეუერთდნენ.

ევრო-7-ს ეწინააღმდეგება – საფრანგეთი, იტალია, რუმინეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი. ამ ქვეყნების მთავრობებმა შესაბამის განცხადებას ხელი უკვე მოაწერეს. დოკუმენტი სხვა ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებსაც დაეგზავნათ, ასე რომ Euro-7-ის მოწინააღმდეგეთა რიცხვი უახლოეს მომავალში შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები