LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Hyundai Tucson კვადრატულ საჭეს მიიღებს

597
ქირიას NEWS შაბლონი (1)

Hyundai ახალი თაობის Tucson-ის ტესტირებას აგრძელებს. ინტერნეტში გავრცელებულმა ახალმა პაპარაცულმა ფოტოებმა პირველად აჩვენა კროსოვერის ინტერიერის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, მათ შორის არასტანდარტული, თითქმის კვადრატული ფორმის საჭე.

ახალი Tucson-ის სალონში ასევე გამოჩნდება კომპაქტური, ციფრული ინსტრუმენტების პანელი და Hyundai-ის ახალი მულტიმედიური სისტემა Pleos Connect, რომელიც უკვე გამოიყენება ბრენდის რამდენიმე ახალ მოდელში.

გარეგნულად კროსოვერი უფრო კუთხოვანი დიზაინით იქნება წარმოდგენილი და სტილისტიკით დაემსგავსება Hyundai Palisade-სა და Hyundai Santa Fe-ს. მოდელი მიიღებს ახალ, სეგმენტურ წინა ოპტიკას, ვერტიკალურ დღის სავალ ნათურებსა და უფრო სწორხაზოვან სახურავის პროფილს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი თაობის Tucson შესაძლოა სრულად ჰიბრიდულ მოდელად გადაიქცეს. ძრავების გამაში მოსალოდნელია 1.6 ლიტრიანი ტურბო აგრეგატის ბაზაზე შექმნილი ჰიბრიდული და plug-in ჰიბრიდული ვერსიები, რომელთა სიმძლავრე 272 ცხენის ძალას მიაღწევს.

Hyundai-ის ახალი Tucson-ის ოფიციალური პრემიერა მიმდინარე წლის შემოდგომაზეა მოსალოდნელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები