LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Mercedes-Benz GLE საგზაო ცდებისას დააფიქსირეს

95

გერმანულმა კომპანია Mercedes-Benz-მა საერთო სარგებლობის გზებზე ქროსოვერ GLE-ის ახალი გენერაციის ტესტირება დაიწყო. მოდელის ოფიციალური პრემიერა მარტში, ჟენევის ავტოსალონზე დაგეგმილი. ფოტოჯაშუშებმა Mercedes-Benz GLE-ის დაფიქსირება ერთ-ერთ გერმანულ გზაზე სპეციალურ კამუფლაჯში შეძლეს.

ჯაშუშური ფოტოების მიხედვით, სიახლეს გაუმჯობესებული აეროდინამიკა ექნება. Mercedes-Benz GLE-ის ახალ თაობას პლატფორმა MRA-ზე ააწყობენ, რომელსაც წინათ E-Class-ის შემთხვევაში იყენებდნენ.

ახალი შასის გამო მოდელი გაბარიტებში ცოტათი გაიზრდება, თუმცა ამავდროულად მისი მასა შემცირდება. სავარაუდოდ, სიახლეს 6 ცილინდრიანი ძრავი ექნება ტურბოდამბერით. შესაძლოა მწარმოებელმა თავის კლიენტებს მოდელის ჰიბრიდული მოდიფიკაციაც შესთავაზოს. სხვა ინფორმაცია ახალ Mercedes-Benz GLE მხოლოდ მარტის დასაწყისში გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები