ამერიკულმა ბრენდმა Ball and Buck, რომელიც მამაკაცის კომფორტული ტანსაცმლის და ფეხსაცმლის გამოშვებაზე სპეციალიზირდება, ახალი სპორტული ფეხსაცმელი წარმოადგინა, რომელიც New Balance-თან ერთად შექმნა.
ე.წ. ”ბოტასებს” უკვე მივიწყებული, თუმცა კლასიკად ქცეული მოდელი 585 დაედო საფუძვლად. ძველისგან განსხვავებით, ახალი მოდელი წყალგაუმტარი ქსოვილისგანაა შეკერილი. სპორტული ფეხსაცმელი გაყიდვაში 27 აგვისტოს გამოჩნდება, მისი ფასი კი, 238 დოლარი იქნება.
