LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Suzuki Swift-ის ტექნიკური მახასიათებლები ინტერნეტში გავრცელდა

71

ცნობილი გახდა მომდევნო თაობის წარმომადგენლის, ჰეტჩბეკ Suzuki Swift-ის ტექნიკური მახასიათებლები. ახალი მოდელის შესახებ ინფორმაციას საიტი PaulTan-ი ავრცელებს.

Suzuki-ის ახალი ლამაზმანის სიგრძე 3840 მმ-ს შეადგენს, ხოლო მისი სიმაღლე 1500 მმ-ია. აღნიშნული მაჩვენებლით იგი 10 მმ-ით გრძელი და 10 მილიმეტრით მაღალია მის წინამორბედზე.

ავტომობილი აღჭურვილია სამცილინდრიანი ტურბოძრავით, რომელიც BoosterJet-ის ოჯახიდანაა. მისი ტევადობა 1 ლიტრია, ხოლო სიმძლავრე 102 ცხენის ძალას შეადგენს.

გამწევი ექვსსიჩქარიანი ავტომატიკითაა წარმოდგენილი. Suzuki Swift-ის ახალი თაობის წარმომადგენლის პრეზენტაცია 2017 წელს შედგება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები