LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ველომარშრუტი, რომლის სიგრძეც ათას კილომეტრზე მეტია, სამხრეთ ევროპის ოთხ ქვეყანას გააერთიანებს

106
ახალი ველომარშრუტი, რომლის სიგრძეც ათას კილომეტრზე მეტია, სამხრეთ ევროპის ოთხ ქვეყანას გააერთიანებს

1136 კილომეტრის სიგრძის ახალი საერთაშორისო ველომარშრუტი – EuroVelo 18 – ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი გრძელ დისტანციური ველომარშრუტი გახდება. მისი შექმნის შესახებ ინფორმაცია პროექტის ინიციატორმა – ევროპის ველოსიპედისტთა ფედერაციამ გაავრცელა.

EuroVelo 18 – ესაა სლოვენიის, ხორვატიის, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და სერბეთის ერთობლივი ინიციატივა. ველომარშრუტი  მდინარე სავას სათავეში დაიწყება და დასრულდება იქ, სადაც ის დუნაიში ჩაედინება.

მარშრუტი ასევე დააკავშირებს ევროპულ დედაქალაქებს – ლიუბლიანას, ზაგრებს და ბელგრადს. ეს იქნება ეკოლოგიურად სუფთა გზა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სპორტის ეს სახეობა უყვარს და  ბუნებისა და რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენა სურს.

ველოსიპედისტებს საშუალება ექნებათ იხილონ სლოვენიის ალპური პეიზაჟები და მისი ეროვნული პარკები, ხორვატიის მეკდალის სოფლები, მათ შორის ცნობილი ჩიგოჩი -„მეკდლების სოფელი“, აგრეთვე ქვეყნის ტრადიციული ხის არქიტექტურა. ბოსნია და ჰერცეგოვინაში გზა პერუჩიცას რელიქტურ ტყეზე გაივლის, ხოლო სერბეთში – ცნობილ ჩანჩქერებთან ახლოს.

პროექტი არა მხოლოდ ოთხ ქვეყანასა და სამ დედაქალაქს გააერთიანებს, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ეკოლოგიური ტრანსპორტისა და ველო-ტურიზმის განვითარების გზაზე. გარდა ამისა, ის გააუმჯობესებს ტრანსპორტის ხელმისაწვდომობას, პოპულარიზაციას გაუწევს ამ ქვეყნების ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას და დაეხმარება ადგილობრივ საზოგადოებებს ტურისტული ბიზნესის განვითარებაში.

ველომარშრუტის გამოყენება 2029 წლიდან იქნება შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები