LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი წლის ღამეს მეტროთი და საბაგიროთი სარგებლობა უფასო იქნება

58

ახალ წელს მეტროპოლიტენითა და “რიყე-ნაყირალა” საბაგიროთი სარგებლობა უფასო იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით მეტრო და საბაგირო გზა “რიყე-ნარიყალა” გახანგრძლივებული გრაფიკით იმუშავებს და უფასო იქნება. კერძოდ, 2015 წლის 31 დეკემბერს, 23:00 საათიდან 2016 წლის 1-ლი იანვრის 04:00 საათამდე, ასევე შობას, 2016 წლის 6 იანვრის 23:00 საათიდან, 2016 წლის 7 იანვრის 04:00 საათამდე მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება.

მოქალაქეები შეძლებენ უფასოდ გადაადგილდნენ საბაგირო გზით “რიყე-ნარიყალა” 2015 წლის 31 დეკემბრის, 23:00 საათიდან 2016 წლის 1-ლი იანვრის 03:00 საათამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები