LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალმა Geely Atlas-მა ჩინეთში ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია: დილერები ყოველ ორ წუთში ერთ მანქანას ყიდიან

105
ახალმა Geely Atlas-მა ჩინეთში ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია დილერები ყოველ ორ წუთში ერთ მანქანას ყიდიან

ჩინელები ახალ Geely Atlas-ს ყოველ ორ წუთში ერთხელ ყიდულობენ. ამას ადასტურებს გაყიდვების სტატისტიკა, რომელიც კომპანია Geely-მ სოციალურ ქსელში Weibo გაავრცელა. საუბარია კროსოვერ Atlas-ზე, რომელსაც მეოთხე თაობის მოდელად წარადგენენ, თუმცა რეალურად ის მესამე თაობის მოდელის განახლებული ვერსიაა, შეცვლილი ვიზუალით. გაყიდვების ბუმი მიუთითებს იმაზე, რომ ახალი, უფრო მკაცრი დიზაინი ჩინელ მომხმარებლებს ძალიან მოეწონათ.

Geely-ის ანგარიშის თანახმად:

გაყიდვების დაწყებიდან სამი კვირის განმავლობაში ახალმა მოდელმა 12 248 ეგზემპლარის ტირაჟი მოაგროვა. კომპანიამ აღნიშნა, რომ თითოეული ახალი Atlas-ის ყიდვის ხელშეკრულება საშუალოდ 2,1 წუთში ერთხელ იდებოდა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე კომპანიამ მოდელის სრული სტატისტიკა წარადგინა: 2016 წლიდან 2025 წლამდე გაყიდულია 2 მილიონი ერთეული, რაც ნიშნავს, რომ ყოველ 2,3 წუთში ერთი ადამიანი ხდება ამ კროსოვერის მფლობელი.

ახალი Atlas ჩინეთის ბაზარზე ორი ძრავით არის წარმოდგენილი: საბაზისო 1.5-ლიტრიანი, 181 ცხენის ძალით და ტოპ-ვერსია — 2.0-ლიტრიანი, 218 ცხენის ძალით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები