LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა ელარდაისი: ინგლისის ნაკრები დიდ სემს ანდეს

51

სემ ელარდაისი ინგლისის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს.
დიდ გუნდს – დიდი სემი.

ВВС-ის ინფორმაციით, ელარდაისი ”სანდერლენდს” მიტოვებს, სადაც ბოლო ცხრა თვე მუშაობდა. ნაკრებში დანიშვნის კიდევ ერთი კანდიდატი ”ჰალის” მწვრთნელი სტივ ბრიუსი იყო. თუმცა ლაპარაკობდნენ არსენ ვენგერზე, გლენ ჰოდლზე, ედი ჰოუზე და ა.შ.

მანამდე ისიც ითქვა, რომ ელარდაისი დროებითი მწვრთნელი იქნებოდა, ხოლო 2017 წლის ზაფხულში ინგლისს დიდი მწვრთნელი ჩაიბარებდა, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდებოდა.

61 წლის ელარდაისი მუშაობდა კლუბებში ”ლიმერიკი”, ”ბლეკპული”, ”ნოტს ქაუნთი”, ”ბოლტონი”, ”ნიუკასლი”, ”ბლექბერნი” და ”ვესტ ჰემი”.

ევრო 2106-ზე ჩავარდნის შემდეგ ინგლისის ნაკრებიდან როი ჰოჯსონი გაუშვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები